01:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 13:30:48, 2060 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2002 წლის 20 მაისს, ქ.თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, სტუმრად მყოფ დ.ც.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა გ.შ.-სთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  უწყების ცნობით, ჩხუბისას გ.შ.-მ დანით დ.ც.-ს გულმკერდის არეში  ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ც. იმავე დღეს გარდაიცვალა.

„ვინაიდან გ.შ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება 2002 წლის 27  მაისს დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი გ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის - საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ'' საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა  და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით   თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გ.შ-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics