13:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 13:24:57, 3323 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს

„ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რადგან ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი პროგრამა სახელმწიფო ინსტიტუტების ხშირი ბლოკირებაა, რაზეც სახელმწიფოს მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია.

„პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს მაქსიმალური დესტრუქციით და ისტერიული აქტივობებით, მოხვდნენ ყურადღების ცენტრში და როგორმე თავისი თავი მიჰყიდონ საზოგადოებას, რომ მათ ვინმე პოლიტიკური მიზნებით უპირისპირდება. ეს არ არის მართალი.

მოვუწოდებ, ოპოზიციის იმ დესტრუქციულ ნაწილს, რომელთა  მთავარი პროგრამაც არის, რომ როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics