|
2015-07-21 17:51:13, 562 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ქ. პარაკასში, პერუ მ. წ. 1-3 ივლისს გამართულ ორგანიზაციის მე-10 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურეს. წყნარი ოკეანეთის ალიანსი წარმოადგენს ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკისა და პერუს მიერ დაარსებულ რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც ზემოაღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციასა და აღნიშნული გაერთიანების სხვა ქვეყნებთან თუ სავაჭრო ბლოკებთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთვის წყნარი ოკეანეთის ალიანსში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობის შედეგია, ხელს შეუწყობს საქართველოს აღნიშნული ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)