20:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 19:06:38, 441 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მთავარი  პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც  საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება.
„საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში,  პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნულ პროკურორებს განახლებულ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან გამოძიებას ე.წ. „კორტების“ სპეცოპერაციის საქმეზე აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზ. ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე განახლებულ გამოძიებას აწარმოებს პროკურორთა და გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაპირველ გამოძიებასთან, შესაბამისად ისინი არიან სრულიად ობიექტურები და მიუკერძოებლები“,-ნათქვამია  პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics