15:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 13:15:40, 1690 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა: დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს

„დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ და არ შეასრულებს, ამის პირობას ჩვენ ვდებთ“,- ამის შესახებ, „ევროპული საქართველო“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ან დაუბრუნებენ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას, ან ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ.

„ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მე მხოლოდ ამას მივესალმები, იმიტომ რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს, ამის პირობას ჩვენ ვდებთ. ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი და ეს ღალატი არ ეპატიება მათ და ტყუილა ჰგონიათ, აი იმ გაქსუებულ დეპუტატებს, ამბოხებულ დეპუტატებს, რომ ხვალ შევლენ წყნარად, წამოგორდებიან იმ თავიანთ თბილ კაბინეტებში და გააგრძელებენ მუშაობას, ისე როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არა მეგობრებო, თქვენი დღეები დათვლილია, ან თქვენ მოეგებით გონს და დაუჯერებთ თქვენს ბატონს, რომელიც, თურმე ნანობს, რომ პროპორციული ჩავარდა, ან ეტაპობრივად ყველა თქვენი ბუნაგი, იმიტომ, რომ ყველა თქვენი სახელმწიფო დაწესებულება თქვენ გადააქციეთ ბუნაგად, ნეპოტიზმის, კორუფციის, აღვირახსნილობის ბუნაგად, სადაც ადამიანებს წაართვით თავისუფალი არჩევანის საშუალება. ამიტომ შეუძლებელია "ქართულმა ოცნებამ" , უნდა იცოდეს ქართლი ოცნების თავმჯდომარემ, მისმა დამსმელმა, ბატონმა ივანიშვილმა, რომ აი ასე, ჩვეულებრივად, ისინი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ. ან ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას დაუბრუნებენ, ან გადაყვებიაინ ამას. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, ეს არ იქნება მარტივი , მაგრამ ეს არის შესრულებადი და აუცილებლად გაკეთდება, იმიტომ რომ ამ ქმედებების უკან დგას გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა უგულავამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics