|
2019-11-16 13:21:32, 2173 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ვერანაირი ჭყლეტა, პოლიცია და ფული პროტესტს ვერ გატეხს - ამ ჯოჯოხეთურ პირობებში მოუწევთ ცხოვრება
„ვერანაირი ჭყლეტა, ვერანაირი მრავალრიცხოვანი პოლიცია და ფული, პროტესტს ვერ გატეხს. მოუწევთ ამ ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კომფორტი დაურღვიონ. მანვე აღნიშნა, რომ აპირებს, როდესაც უმრავლესობის წევრები შენობიდან გამოვლენ, ავტომობილებს გადაეღობოს. „სამწუხაროდ, დღეს პოლიციას უწევს კანონის დარღვევა, იმიტომ რომ ეს მათ „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა, რომ აზრის გამოხატვაც და პროტესტიც უნდა აღკვეთონ, უხეშადაც შეუძლიათ მოიქცნენ, მთავარია ბიძინა ინვანიშვილი დაიცვან, ოღონდ წყარო ამ პრობლემის არის ბიძინა ივანიშვილი და არა ეს პოლიციელები. იჭიდავეს, ოპერატორს სამწუხაროდ, ხელი მოტყდა, სასწრაფოს მანქანა არის მოსული. ეს არის კიდევ ერთი ტკივილი, ადამიანის მსხვერპლი, რომელიც ეწირება ბიძინა ივანიშვილის კომფორტს. ყველას მინდა ვუთხრა, ვერანაირი ჭყლეტა, ვერანაირი მრავალრიცხოვანი პოლიცია, ვერანაირი ფული პროტესტს ვერ გატეხს და მაინც აქ მოუწევთ ამ ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრება. როცა ჭიდაობ, როცა ხელი ტყდება ადამიანს, ეს არ არის სახელმწიფო, ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა შევუქმნათ ეს დისკომფორტი და რომელიც უნდა მოვაცილოთ ამ მთავრობას. უახლოესი გეგმა მაქვს, ახლა რომ გამოვლენ რამენაირად მივწვდე მანქანას, გადაღობვას ვაპირებ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთივის, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაძაბულია. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დილიდან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინაროებს. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე შენობის პიკეტირება სცადეს, რასაც მათსაც და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პროტესტი არ შეწყდება.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)