16:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 20:30:26, 2499 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია [ვიდეო]

„დანაპირებს შევასრულებთ - ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეასრულა ხელისუფლებამ გაცემული დაპირება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის სამწუხაროა, რომ ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„მე ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ვთვლი, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ეს სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან საუბარი მხოლოდ ბიუჯეტის პროექტს ეხებოდა.

„რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ შეკითხვები. ჩვენ ამ შეკითხვებს პასუხი გავეცით, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და ეს იყო შეხვედრის ძირითადი მიზეზი“, - აღნიშნა გახარიამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics