16:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 16:50:05, 1998 ნახვა

კომენტარი
უგულავა - ნინო წილოსანი კახა კალაძემ „აკაჩავა“ და აიძულა, პროპორციული არჩევნებისთვის მხარი არ დაეჭირა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე ზეწოლა მოახდინა.

უგულავას თქმით, კალაძე წილოსანს დაემუქრა და აიძულა, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა.

„პირადად ბატონი კახი კალაძე იყო ამ ღალატში ჩართული. პირადად კახი კალაძე, ზუსტად ვიცი ეს, მიუხედავად იმისა, რომ ვენებს გადაიჭრის ნინო წილოსანი და იტყვის, რომ მსგავსი რამე არ ყოფილა და თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს ასე არ იყო. ის "აკაჩავა" კალაძემ და ბოლოში, მამით და ძმით დაემუქრა. მათზე საქმეა აღძრული და ამიტომაც. ეს ქალბატონი წინააღმდეგობას უწევდა, იძახდა, რომ თავი არ გამოგვეყოფა ასეთი რამის მერე, იმიტომ, რომ სამი თვეა ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ სიკეთხებზე და მის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის სიუციდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ზეწოლამ გაჭრა, ასე რომ არავითარი თავისუფლება ეს არ იყო, ეს იყო ფლიდობა, ამიტომაც ჰქონდათ შოკირებული სახე ჩუგოშვილსა და დანარჩენებს, რადგან იმ მომენტში დაინახეს,  რომ ივანიშვილმა ისინი უბრალოდ გადააგდო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics