|
2019-11-15 15:57:17, 1888 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსს აცხადებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი სტუდენტურ სამეცნიერო პროექტში „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა" მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსს აცხადებს. პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში გამოიკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა. კონკურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ წყაროების მოძიება და დამუშავება, დოკუმენტების დედნებთან მუშაობა, მოძიებული და დამუშავებული მასალის მიხედვით საკვლევი თემის აწყობა, საკვლევი თემატიკის ანალიზი და დასკვნების გაკეთება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მოქმედ სტუდენტებს. მათ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ საპროექტო წინადადება, სადაც მითითებული იქნება კვლევის თემატიკა, მისი მნიშვნელობა და საჭიროება და აპლიკანტის მიერ დაწერილი სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე. პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა სამი კანდიდატი. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ისინი 2019 წლის 13 იანვარიდან 17 მარტამდე იმუშავებენ. ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წელს დაფუძნდა და უკვე მესამედ ხორციელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/studenturi-sametsniero-proekti-2019-2020-tsts-1
(NS)
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)