16:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 17:34:51, 1335 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია: კანონპროექტის მხარდამჭერი ადამიანები უმრავლესობიდან მიდიან, მოწინააღმდეგეები კი, რჩებიან

„ესეიგი  ვინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ითვალისწინებდა და უჭერდა მხარს ამ კანონპროექტს, თითქოს, ის ადამიანები მიდიან უმრავლესობიდან და ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდნენ მას, რჩებიან“,- ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ივანიშვილს „თაღლითი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ცდილობს, 2020 წლის არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

"ახლა ვიკრიბებით და სულ ცოტა ხანში დაიწყება შეხვედრა, სადაც უნდა შეთანხმდეს მთავარი პოლიტიკური მოთხოვნები. მე, ბუნებრივია, მაქვს ჩემი ხედვა, სხვას შესაძლებელია ქონდეს სხვა ხედვა, მაგრამ ეს ხედვები უნდა გარდაიქმნას ერთ საერთო ხედვად და ამაში ვარ დარწმუნებული, მთავარია, რომ ჩვენ ვთანხმდებით სტრატეგიაზე, რა უნდა იყოს ეს სტრატეგია, რა მოხდა ყველამ კარგად დავინახეთ და ამაზე დროის კარგვას აზრი აღარ აქვს. კლასიკური თაღლითია, ადამიანი, რომელიც ახლა აღმოჩნდა და განცხადებას ავრცელებს და რა გამოდის ამ განცხადების მიხედვით, ესეიგი  ვინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ითვალისწინებდა და უჭერდა მხარს ამ კანონპროექტს თითქოს, ის ადამიანები მიდიან უმრავლესობიდან და ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდა მას, ისინი რჩებიან. შესაბამისად გამოდის სწორედ ის ადამიანები იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები ვინც ეს ჩააგდეს. კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თაღლითი. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები ქუჩის აქციების პარალელურად. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს არჩევნები 2020 წელს და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაუტოვა ქვეყანას და არცერთ პოლიტიკურ პარტიას. წაართვა ეს შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ვადამდელი არჩევნები ოღონდ კონკრეტული პირობებით. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე და აუცილებლად წამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ქვეყნის დატოვება. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაგრამ ეს არ უნდა ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილის მთვრობამ. დღეს შანსი ბიძინა ივანიშვილის ხელით მოკვდა, მაგრამ ეს შანსი ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ხალხს მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება და მერე ჩატარდება არჩევნები პროპორციული გზით, მანამდე მოგვიწევს დღეს არსებული საარჩევნო სისტემით არჩევნებზე გასვლა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics