04:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 15:34:30, 2796 ნახვა

სამართალი
„პარლამენტის შესასვლელების ბლოკიერება კანონით აკრძალულია“ - შსს მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოქალაქეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება კანონით აკრძალულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics