04:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 16:53:15, 2124 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ მოსახლეობას ახალი სერვისები შესთავაზოს. დღეს გაიხსნა ერთიანი მომსახურების მობილური ექსპრესფილიალები. პირველ რიგში, ეს ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას. ექსპრესფილიალებში 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს. ფაქტობრივად, "ერთი ფანჯრის პრინციპით", დროის მოკლე მონაკვეთში, ყველა ის სერვისი, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციის მომსახურებასთან, მოქცეულია ამ პატარა სერვისცენტრში," - განაცხადა კახა საბანაძემ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დღეიდან ამოქმედდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.

ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. "მე-12" ოთახით სარგებლობა, ან საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ასევე, საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics