2019-11-13 11:05:00, 1987 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირის მუშაობაში მონაწილეობდა მერის მოადგილე ომარ ტაკიძე.
თათბირზე განხილულ იქნა სამსახურების მიერ გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ინიციატივები.
ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, შესრულების ხარისხსა და სამუშაოების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებაზე.
თათბირზე ისაუბრეს ზამთრის სამზადისთან დაკავშირებულ საკითხებზე და განიხილეს სხვა შემხედრი თემები.

(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,