07:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:35:58, 1255 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში  სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა.

4 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეულ 36 სტუდენტს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და  პროექტებზე. კურსის გავლის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა გააგრძელონ მაღალანაზღაურებად  პოზიციებზე.

აკადემიის 25  წარმატებული კურსდამთავრებული  უკვე დასაქმდა თიბისი ჯგუფში.

საგანმანათლებლო პლატფრომა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თიბისის ინიციატივით 2019 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა და ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე მოდევნო კურსზე რეგისტრაციის გავლა  შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics