|
2019-11-13 10:25:29, 5655 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ვალია სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას, რის გამოც უწყება ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. „მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე, გეტყვით, რომ იმ პირობებს რაც დამხვდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმსახურებენ. არ არის დამაკმაყოფილებელი ფორმის ხარისხი. ფორმა, ფეხსაცმელი და პირადი აღჭურვილობა ჯარისკაცისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი და ბიუჯეტი, შესაბამისად, დავგეგმეთ. არსებული სახსრების რაციონალურად გადანაწილება მოვახდინეთ. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა საცხოვრებელი ყაზარმა, დაახლოებით 200-მდე ყაზარმა 2020 წელს იქნება სრულად გარემონტებული ჩვენი ძალებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიის მიერ. ამის გაკეთებას ვაპირებ უშუალოდ სამხედროების ჩართულობით, მათი ზედამხედველობით, ბრიგადის მეთაურების ჩართულობით. ეს ბევრად უფრო გაამარტივებს ამ პროცესს. დაახლოებით 250 ობიექტი იქნება გაისად გასარემონტებელი, ამაში შედის 50 სასადილო. ამას ემატება სპორტული მულტიფუნქციური ბაზები, მოედნები და ა.შ. 60 ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაპირებთ ასევე ფორმების განახლებას, სრული ეკიპირების განახლებას, ჩვენ ერთის მხრივ ვაცხადებთ, რომ გვინდა ნატოს სრულფასოვანი წევრობა, მეორეს მხრივ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ დღეს ჯარში გვაქვს, აბსოლუტურად არ შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ხედვა პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია. თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავდაცვის ძალებში გატარებული პოლიტიკაც მიმოიხილა. მისი განცხადებით, ქართული ჯარის განვითარება ბიძინა ივანიშვილის აქტიური ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. „როდესაც წინა ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ბატონი ბიძინა აქტიურად ეხმარებოდა ჯარს, არამხოლოდ ჯარს, არამედ ყველა იმ რეფორმას, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ დაიწყო კომპლექსურად ფორმების გამოცვლა, ყაზარმებისა და ბაზების რემონტი. თუმცა შემდეგ, ეს კომპლექსური მიდგომა შეცვალეს და მაშინდელი ხელისუფლება გამალებულ შეიარაღებაზე გადავიდა. შეიარაღებაში ასეული მილიონი დოლარი იქნა დახარჯული, მოგეხსენებათ, რომ მილიარდამდე ღირებულების ტექნიკა და შეიარაღება დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ, ომის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)