11:38 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 21:21:54, 2325 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8004 აივ ინფიცირებული პირი.
მათ შორის 6006 მამაკაცია და  1998  ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4184 პაციენტს განუვითარდა.1619 გარდაიცვალა.
31 აგვისტოს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4888 (4333 + 555 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.3 % (3063) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.0 %  (3838) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.2 %  (904) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 %   (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 %   (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2956 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1125; შემდეგ იმერეთში 968; აჭარაში 890; აფხაზეთში (521); კახეთში (397) ქვემო ქართლში (452); შიდა ქართლში (290); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 
2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 570 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 580 ახალი შემთხვევა.
სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 69 - ვაჟი, 44 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან. 
აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.
 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics