|
2019-11-12 18:30:51, 2052 ნახვა
კომენტარი
თამთა თოდაძე: წასვლას არ ვაპირებ, ჩემს ქვეყანაში ჩემი სიმართლე მაქვს დასამტკიცებელი
„არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვებაზე, მითუმეტეს, არც ახლა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და აუცილებლად ვაპირებ, ჩემ ქვეყანაში გავაგრძელო ცხოვრება“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატი თამთა თოდაძე დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას და პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას აპირებს. თოდაძე კუბლაშვილის განცხადებებს "აბსურდულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "იურისტი ფაქტების გარეშე არ უნდა საუბრობდეს", „რის საფუძველზე ან რა ფაქტებით საუბრობს მარიამ კუბლაშვილი? რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა ან რომელმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ თამთა თოდაძემ მიმართა თხოვნით პოლიტიკური თავშესაფარი მომეცითო? იურისტი ადამიანია და სწორედ იურისტი არ უნდა საუბრობდეს ფაქტების გარეშე. საიდან იგონებს ამ ინფორმაციას? ან რატომ აქვს ტყუილი ინფორმაცია? ეს სრული აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვებაზე, მითუმეტეს, არც ახლა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და აუცილებლად ვაპირებ, ჩემ ქვეყანაში გავაგრძელო ცხოვრება. მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს და რაზე ისაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ თავის საქმეზე მტკიცებულებები საერთოდ არ აქვს და რას გამოეკიდოს აღარ იცის. ახლა საზოგადოებაზე მუშაობს, რომ განწყობა შექმნას, თითქოს, მე მივდივარ. სად დამინახა, რომ მივდივარ? პირადად მაქვს მარიამ კუბლაშვილთან შეკითხვა, საიდან მოიტანა, რომ ქვეყნიდან მივდივარ? საიდან მოიტანა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მინდა? სრული აბსურდია!“, - განაცხადა თოდაძემ. სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დაზარალებული თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას აპირებს, სადაც ის პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)