12:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 13:57:57, 1181 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: ივანიშვილი და რუსეთი ერთია, თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს. მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის სახელით შევა.

„თქვენ და რუსეთი ხართ ერთი. ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ივანიშვილის გოშიები. მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო. იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით. თქვენ მოხვედით აქ იმისთვის, რომ ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცემა მიჩქმალოთ. გინდათ გაიგოთ სიმართლე საპატრიარქოსტან დაკავშირებით, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, დავიბაროთ ყველა და დავუსვათ კითხვები. გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ ვინ ცდილობს საქართველოს ეკლესიაში ჩარევას. დარეგისტრირდა მოთხოვნა და დაუჭირეთ მხარი“, - მიმართა დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics