|
2019-11-12 13:26:02, 2223 ნახვა
სამართალი
„არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ლოყაზე ჩქმეტა არ არის დანაშაული“ - დაკავებული მასწავლებლის ნათესავი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებელის კოლეგები და ნათესავები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, შემთხვევის თვითმხილველები არასრულწლოვანის თანაკლასელები იყვნენ: „ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით შეხებაში სხეულის ზედა ნაწილებზე. მომიტანა განცხადება. რა თქმა უნდა, საქმეს მივეცით კვალიფიკაცია, როგორც კანონი ითვალისწინებს. ეს არის დასჯადი ქმედება. შევატყობინე შესაბამის ორგანოებს, სოციალურ მუშაკს და მიმდინარეობს ძიება. მე-9 კლასელი ბავშვია, ოჯახის ახლობელია, შესაძლებელია, სულაც არ იყო ეს ქმედება რაღაც ასეთი, რაც დაიწერა, მაგრამ რადგან ბავშვმა განცხადება დაწერა, მე ვალდებული ვიყავი, კანონით გათვალისწინებული ზომები მიმეღო. თანაკლასელები არიან ამ საქმის მოწმეები და რა თქმა უნდა, ბავშვებიც დაიკითხნენ“, - განაცხადა არასრულწლოვნის პედაგოგმა.. დაკავებულის ნათესავი კი აცხადებს, რომ ჩვენებაში ტყუილი წერია: „არანაირი არც ძალადობა ყოფილა და არც არაფერი, უბრალოდ, ლოყაზე მოჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება მე მგონი, არ არის დანაშაული. აიძულებდნენ მას, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, რამდენჯერმე დაურეკეს, დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდანო. აღარ უნდოდა უბრალოდ, ზედმეტად გახმაურება, ისედაც უწევდა სამსახურიდან წამოსვლა და აღარ დაიწყო ამაზე ბრძოლა“, - განაცხადა მამაკაცის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, დაკავებული მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)