|
2019-11-12 12:24:48, 1230 ნახვა
რეგიონი
სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში „ მწვანე კუთხე“ მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის იმ საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელსაც ცენტრის მიერ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში “რჩეული სკოლის” ტიტული მიენიჭა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლაში მოეწყო გარემოსდაცვითი ლიტერატურით უზრუნველყოფილი “მწვანე კუთხე”, სადაც მოსწავლეები და ეკო კლუბის წევრები შეძლებენ გამართონ შეხვედრები, დისკუსიები და გამოიყენონ ლიტერატურა გარემოსდაცვითი აქტვიობებისთვის. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრსა და სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკო კლუბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. 2019 წელს პრემიის თემა იყო მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებდა 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით.
(NS)
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)