|
2019-11-09 18:48:01, 2259 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე და არ დაარღვიონ კანონი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს დაგეგმილი კინოსეანსების დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, პოლიცია უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, დღესაც, როგორც გუშინ, სამართალდამცველები ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებებს და მართლწესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც, როგორც გუშინ, გავაგრძელებთ ყველა ლოკაციაზე თითოეული მოქალაქის უფლებების და მართლწესრიგის დაცვას. არსებული ინფორმაციით, ჯამში, დაკავებულია 28 პირი. აქედან, თბილისში დაკავდა 25 პირი, ბათუმში დაკავდა 3 პირი. ამ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი როგორც გუშინ მოგახსენეთ, დაკავებულია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. დღეს არ დაკავებულა დამატებით არც ერთი პირი. რაიმე პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ, ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, შემოწმებულია კინოლოგიური სამსახურების მიერ თითოეული კინოდარბაზი, შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას. შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, როგორც გუშინ. პოლიციური ძალები განთავსებული იქნებიან კინოდარბაზების და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტალოდეტექტორების საშუალებით მოხდება დამსწრე საზოგადოების შეყვანა კინოდარბაზში. კიდევ ერთხელ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და ნებისმიერ მხარეს, რომ ნუ წამოვლენ პროვოკაციაზე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)