16:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 11:24:36, 1610 ნახვა

რეგიონი
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი - „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი - „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, გასული საუკუნის 30-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გააცოცხლეს, წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები.

კონცერტის დაწყებამდე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რომელიც ტერიტორიის განვითარების დეტალურ კონცეფციასა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალურ გეგმას მოიცავს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

ღონისძიების სტუმრებმა, მუსიკალური ცენტრის ფოიეში, ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, ეთნოგრაფიული მასალები, მკვლევართა ჩანაწერები და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა დაათვალიერეს.

საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები:

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი, აჭარის მუზეუმი, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

 მხარდამჭერები:

 აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, თსკ-ის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო , TV25.

 2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეგიონებში არსებულ ანსამბლებთან ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ. პროექტის ეს ფორმატი საარქივო ჩანაწერებიდან რეგიონებში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების დაბრუნებას ითვალისწინებს. ანსამბლ „ჭვანასთან“ (ხელმძღვანელი ტარიელ ბოლქვაძე) მუშაობდნენ: ნათია აზარაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, ილია ხვიჩია და გიორგი ჯოლბორდი. კონცერტი ამ ფორმატით პირველად მიმდინარე წლის 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა. პროექტის მეორე ეტაპზე ანსამბლის კონსულტანტი ფონდ „ქართული გალობის“ წარმომადგენელი ზემო აჭარაში, ლოტბარი გურამ გუნთაძეა, პროექტის ხელმძღვანელია ნინო რაზმაძე.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics