|
2019-11-08 22:04:02, 1848 ნახვა
რეგიონი
ზამლეთის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე 104 000 ლარი დაიხარჯება
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 760 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 9 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 104 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა უმეტესობა დასრულებულია, ხოლო დარჩენილი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა: ფურტიოში, ბუთურაულში, ნენიაში, მჭედლურში,ზამლეთში გარე განათების ქსელის მოწყობა. პროექტით ისარგებლებს 850 კომლი; ნაკანაფევის უბანში მოწესრიგდა შიდა საუბნო გზის მონაკვეთი. დაეგო ბეტონის საფარი; მიმდინარეობს: ფოთელურის უბანში ბეტონის საფარის მოწყობა; მომწვარში სასაფლაოების შემოღობვა. ეკონომიის თანხით დამატებით დაიგეგმა: ფურტიოს ბაგა-ბაღის შესასვლელის გადახურვა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში გამოკვეთილი პრიორიტეტები გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში ⤵ ზამლეთის თემის სოფლებში პრიორიტეტად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; ნენიაში, ბუთურაულში, ფორჩხითში მოეწყობა ფანჩატური; ნიგაზეულის საჯარო სკოლასთან გაკეთდება ფერდსამაგრი კედელი; კეთილმოეწყობა ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზო, ბუთურაულისა და ფურტიოს სოფლის ცენტრები; მჭედლურში აშენდება მოსაცდელი.
(NS)
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)