15:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 12:53:55, 564 ნახვა

ეკონომიკა
სტიქიით დაზარალებულთა სასესხო ვალდებულებების დასაფარად „საქართველოს ბანკი“ დამატებით თანხას გამოყოფს

საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული 1,3 მილიონი ლარის გადარიცხვის თაობაზე სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე განაცხადეს. 

მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მიცეს ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი რომლის განმავლობაშიც მათ ვალდებულებებს არ დაერიცხებათ პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ.

ამასთან, საქართველოს ბანკი გამოყოფს დამატებით თანხებს, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას) ვალის შემსუბუქების მიზნით. აქედან, 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება. 

საქართველოს ბანკი განაგრძობს სასესხო ვალდებულების შემსუბუქების გზების დამუშავებას სიის მიხედვით პირველი ორის შემდგომ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics