|
2019-11-07 12:28:03, 1619 ნახვა
რეგიონი
აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2019 უწევენ პოპულარიზაციას. გამოფენაზე, რომელსაც 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული პორტალების, სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ევრონიუსის, Tripadvisor- ის, Expedia-სა და BBC-ის წარმომადგენლებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წელს მეორედ ღებულობს მონაწილეობს. ოქტომბრის ბოლოს, რეგიონის სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები The Telegraph Ski & Snowboard Festival-ზე იყო წარმოდგენილი. დეპარტამენტმა რეგიონი ორივე ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. ბრიტანეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ტელე და ონლაინ რეკლამის მეშვეობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. გარდა ამისა, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში მოგზაურობის შესახებ საინტერესო ბლოგები ქვეყნდება სხვადასხვა პოპულარულ ბრიტანულ გამოცემაში. ბრიტანულ ბაზარზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით საიმიჯო პიარ-კამპანიები 2020 წლისთვისაც გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)