|
2019-11-07 12:26:48, 1655 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა
საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები, - ასე ერქვა თემატურ პანელს, რომელზეც მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს. მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწქოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები. თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესაახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის" აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.
(NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)