|
2019-11-07 12:17:18, 1434 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა. აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მათ ქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით სრულიად ახალი, დახვეწილი, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე მორგებული პროგრამა - OPTIMO, თავისივე მოწყობილობით“,-განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ. OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ. OPTIMO-ს აქვს დახვეწილი მოლარის სივრცე, სადაც ანგარიშსწორება სწრაფი და მარტივია. სივრცეში მოლარეს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია) და ასევე დაადასტუროს ან მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები. OPTIMO საჭირო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის ბიზნესითვის, აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი წარმატებული, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე - www.optimo.ge
(R)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)