10:18 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 14:30:43, 2403 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გაჩენა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ენ ლინდეს განცხადება, რომ ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის ვინც წევრობისკენ ისწრაფვიან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

დავით ზალკალიანის განცხადებით თავის მხრივ საქართველოც თანმიმდევრულად მიუყვება ინტეგრაციის გზას და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის საბოლოო წევრობის მისაღწევად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განიხილა.

„შვედეთში ვიზიტის დროს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაყენეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შვედეთის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, რაც ასევე იყო გაცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებულ, სწორედ ის განცხადებები, რომელიც გავაკეთე კონფერენციაზე, ამ მიმართულებით იყო გაკეთებული, სადაც იყო აღნიშნული ის პროგრესი, რომელიც საქართველომ გაიარა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩენ ვართ აღიარებული როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს. ჩენ აუცილებლად გვინდა, რომ საქართველოს წინ იაროს საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვეხმარება კონსოლიდაციაში,  საზოგადოების გაერთიანებაში და კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წინსვლაში. ეს აუცილებელია, ძალიან მკაფიოდ იქნა ჩემს მიერ აღნიშნული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მიზანი და ეს მიზანი არის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება. სწორედ ეს მიზანი გვეხმარება რეფორმების კიდევ უფრო აქტიურ გატარებაში, ასევე ჩემი მხრიდან იყო აღნიშნული, რომ აუცილებელია თანმიმდევრულად ვიაროთ ევროკავშირის საერთო ბაზრისკენ, იმისთვის რომ გაიხსნას კარი ევროკავშირის 4 თავისუფლებისკენ და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი საშინაო ქმედებით, იმ მიმართულებებით, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირის საგზაო რუკაში, თანმიმდევრულად განვაგრძობთ ამ გზას და ბუნებრივია, როგორც იყო აღნიშნული ჩემს მიერ ამ კონფერენციაზე, საქართველო, რადგანაც მას აქვს საზოგადოების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, გააგრძელებს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics