|
2019-11-06 10:00:14, 1417 ნახვა
საზოგადოება
დადასტურდა რომ ერზუმში გურჯი ხათუნის და მისი ვაჟის საფლავი იპოვეს - ელჩი ფოტოებს ავრცელებს
თურქეთში ქალაქ ერზუმში დადასტურდა რომ აგვისტოში აღმოჩენილი ორი დიდებული აკლდამა გურჯი ხათუნისა (თამარ ბაგრატიონის) ) და მისი ვაჟის სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის საფლავება. თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა აღმოჩენის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს“, – წერს გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან დედოფლის ქალიშვილი 1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს. გურჯი ხათუნის საფლავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ერზუმში აგვისტოს თვეში ორი დიდებული აკლდამა აღმოაჩინეს, ამ დრომდე აკლდამების წარმომავლობას იკვლევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)