18:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 16:29:56, 2304 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: ქალმა საჯაროდ ისაუბროს ძალადობაზე ძალიან რთულია, საჯარო პირმა 100-ჯერ უფრო რთული

„ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 100-ჯერ უფრო რთული“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოფო კილაძის განცხადებას, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.

მისი თქმით, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ მსგავს ვითარებაში მოქალაქეები დაიცვას.

„ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის "ბრალია" იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!“, - განაცხადა ომბუდსმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics