|
2019-11-05 11:09:55, 1282 ნახვა
საზოგადოება
პედოფილიის სკანდალის ფონზე საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლით იმუქრება
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის მიმართ მართლმადიდებელი ეკლესია პროტესტს გამოთქვამს, – ამის შესახებ მან tv პირველის ეთერში განაცხადა. „უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ ალბათ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა. და ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს, ეს ალბათ გახდება მიზეზი ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი“, – აცხადებს ჯაღმაიძე. “და ვცეკვავთ” ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია. ლევან აკინს აქამდე გადაუღია “კონკრეტული ხალხი” (პრემიერა 2012 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე მოეწყო), მისი მეორე ფილმი ფენტეზის საშინელებათა ფილმია – “წრე”. მესამე ფილმით, იგი უბრუნდება ქართულ ფესვებს. ოფიციალური სინოფსისის მიხედვით: “მერაბი საქართველოს ეროვნულ ანსამბლში ბავშვობიდან ცეკვავს თავის პარტნიორ მერისთან ერთან. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი შეიჭრება. ირაკლი გახდება მისი ყველაზე ძლიერი მეტოქეც და მისწრაფებაც. კონსერვატიულ გარემოში მერაბს უწევს, რომ გათავისუფლდეს და გარისკოს.” სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". "ეს არის ტერმინი, როგორც არის მოხსენიებული. სხვა როგორ უნდა ვუთხრა სიმართლე... თუ ვინმე ბრკოლდება [გამოთქმის ფორმის გამო], მე ვითხოვ შენდობას და პატიებას, არ მოვერიდები ამას, მაგრამ ეს არის ტერმინი", — განმარტა მეუფე პეტრემ მთვარი არხის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)