|
2019-11-04 17:53:48, 2362 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: უმნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის
თბილისის მერი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.
თბილისის მერმა ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას, მთაწმინდის ფერდის გამწვანებასთან დაკავშირებით. კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს. "თბილისში დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამხმარ და დაავადებულ ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვებთან დაკავშირებით. მერიამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებული ფიჭვების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა, პრობლემა მასშტაბურია. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც ხეებს აქვს, გადამდებია და ჯანსაღი ხეებისთვის დამაზიანებელი. როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები და მათი ჩანაცვლება. მთაწმინდა-კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. ასევე წყნეთის ფერდობზე გვაქვს პრობლემა, სადაც ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია. შესაბამისად, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელოს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. ჩვენ ბიზნესს არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, რადგან ეს საერთო პრობლემაა და მხოლოდ დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. ანუ, ეს იქნება ივანიშვილის პირადი ხარჯი, დაახლოებით 15 მლნ ლარის პროექტი განხორციელდება ახალი ხეების დასარგავად. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და გალამაზდება მთაწმინდის ფერდი, რომელიც, გარკვეულწილად, დაავადებული ხეების გამო, პრობლემურ მდგომარეობაშია," - განაცხადა კახა კალაძემ. (NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)