|
2019-11-04 15:08:45, 1430 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და „Forbes Woman“-ის ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „Forbes Woman“-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს ორგანიზებით, ანა ავალიანის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა. Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სტარტაპებთან ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რატომ ეკოსისტემა და რას ცვლის ეს ტერმინი საერთო განტოლებაში; ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა - სახელმწიფოსთვის, მსხვილი/მცირე/საშუალო ბიზნესისთვის თუ სტარტაპებისთვის; რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც დამწყებმა ბიზნესმა შეიძლება თავიდან აიცილოს. „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინტერესო შეხვედერების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, მიიღონ ახალი ინფორმაცია, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილება, აღმოაჩინონ დამატებითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შეხვედრა იყო ანა ავალიანის საჯარო ლექცია, რომელმაც საკუთარი და ასევე საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ქართველ სტარტაპებს, მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი. საქართველოს ბანკის მიზანიც სწორედ ესაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს არამხოლოდ საწყის, არამედ მის შემდგომ განვითარების ეტაპზე“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ანა ავალიანი განათლებით ჟურნალისტია. ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, ანამ სწავლა კემბრიჯში გააგრძელა ‒ სწორედ იქ ისწავლა, როგორ შეიძლება საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც ანა ბეირუთში აკეთებდა, ლიბანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობდა. ბრიტანეთისა და ლიბანის ტექნოლოგიური ცენტრი ‒ ასე ერქვა პროექტს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ‒ ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო. ამ დროისთვის UK Lebanon Tech Hub-ს მხარდაჭერილი ჰყავს 81 სტარტაპი; მოზიდული აქვს 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გენერირებული აქვს 52 მილიონი დოლარის შემოსავალი; შექმნილი აქვს 2000 სამუშაო ადგილი და მისი პორტფოლიოს ღირებულება ამ დროისთვის 224 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. დღეს ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise-ის პროგრამას ხელმძღვანელობს. 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი.
(R)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)