|
2019-11-04 12:49:07, 1318 ნახვა
საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თბილისის N10-ე ბაღის ტერიტორიაზე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა. „2019 წელი უპრეცედენტო მასშტაბებისა და რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტებით დავიწყეთ. ახალი ბაღების პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები N200, N126 და N12 ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესში ნოემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება, ხოლო 2020 წელს დავასრულებთ N4, N55, N2 და N155 ბაგა-ბაღების შენობების სრულ რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, მუდმივად, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა ბაღების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა შიდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ჯგუფებისა და სამზარეულოების რემონტი და სახურავების განახლება.
(NS)
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)