2015-07-19 14:57:15, 2660 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: მთავარი ამოცანაა, ქვეყანა პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშლის განცხადებით, რუსეთი პროვოკაციებს ახორციელებს, რათა საქართველო კონფლიქტში ჩაითრიოს. თუმცა, მინისტრის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონფლიქტს არ დაუშვებს.
„მთავარი ამოცანა, ალბათ, იმაშია, რომ ქვეყანა პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ. პროვოკაციები, რომელსაც რუსული სახელმწიფო მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვა არაფერია თუ არა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ბანერს დადგამ აქ, თუ სხვაგან, არ მგონია, რომ რუსეთისთვის ამას რაიმე სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად სცდიან ჩვენს მოთმინებას და სცდილობენ, გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან