08:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 11:01:47, 644 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხე-ტყის უკანონოდ მოჭრაში 16 პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  16 პირი: 1960 წელს დაბადებული თენგიზ ბ, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1963 წელს დაბადებული გურამ გ, 1989 წელს დაბადებული ჯაბა ს, 1985 წელს დაბადებული მერაბ ვ, 1990 წელს დაბადებული  მალხაზ მ, 1973 წელს დაბადებული რევაზ ც, 1990 წელს დაბადებული თენგიზ ნ,  1977 წელს დაბადებული ალექსანდრე  ჩ, 1960 წელს  დაბადებული დავით გ,  1975  წელს დაბადებული ვეფხია ა, 1981 წელს დაბადებული პაატა ფ, 1976 წელს დაბადებული დავით კ, 1976 წელს დაბადებული გიორგი შ,1979 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. და 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ვ. ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების  და შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანების, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის  ფაქტებზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, მხილებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.  

"ჯაბა ს-ს  მოხსნილი ჰქონდა გარემოსდაცვითი სამსახურის მიერ დადებული ლუქი და უნებართვოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავებას გეგმავდა.  პოლიციამ ჯაბა ს-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან უკანონოდ მოპოვებული 8,80 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი და 4,30 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი, ბორჯომის რაიონში - უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ჯიშის, 5,8 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი და 18 ცალი, 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ხოლო ადიგენის რაიონში  - უკანონოდ მოჭრილი, 3 მეტრის სიგრძის, წიწვოვანი ჯიშის 114 ცალი მრგვალი მორი, 3 კუბ.მეტრი დახერხილი ფიცარი  და 6 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი ამოიღო. სამართალდამცველებმა ორივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები  დალუქეს.

გამოძიება ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი  ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანების  და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის  ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 84-ე პრიმა-1 მუხლით, 128-ე  პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით,  128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით)",-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics