|
2019-11-01 18:54:38, 3014 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია „ინდიგოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
„მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ინდურ ავიაკომპანია „ინდიგოსთან", რომელიც ინდოეთში, კონკრეტულად კი დელიში თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს შეღავათიან ფასად შეასრულებს.
„ეს არის მნიშვნელოვანი შემომატება ჩვენი ბაზრისთვის, ინდოეთი არის ერთ-ერთი პერსპექტიული ბაზარი. საქართველოს მიმართ ინდოეთის მხრიდან ინტერესი სულ უფრო მატულობს, თუმცა ზრდა ჯერ კიდევ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც გვინდა. ამიტომ პირდაპირი მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ, ხანგრძლივი ფრენებით შექმნილი პრობლემა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ინდოეთიდან ტურისტების ნაკადი ძალიან სწრაფად გაიზრდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ტურიზმი იმ სამ ტოპ-დარგშია, რომელსაც დიდი სოციალური პოზიტივი მოაქვს, ვინაიდან ამ სექტორში არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესი და კონკრეტული ოჯახები არიან დასაქმებული საოჯახო სასტუმროების სახით.
„აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თუნდაც, რუსეთიდან შეჩერებული ფრენების შემდეგ, მაქსიმალურად შერბილდეს ეს დარტყმა და მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია. როგორც იცით, უკანასკნელ თვეებში ჩვენი თანადგომით და ძალისხმევით პრაქტიკულად გაორმაგდა აქამდე არსებული პირდაპირი ფრენების რაოდენობა, საუბარია „ვიზეარის" მხრიდან ფრენების რაოდენობის ზრდაზე", ასევე ავიაკომპანია „რაინეარის" შემოყვანაზე. ორივე მათგანი გახლავთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლებიც შეღავათიან ფასად სთავაზობენ ფრენებს როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველ რეგულარულ რეისს 2020 წლის 5 მარტს შეასრულებს. 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)