|
2019-11-01 17:54:28, 3008 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები, რომელშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად გადაეცემა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რაზეც მთავრობის მხარდაჭერა მიიღო. „627 ოჯახს ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ იმ ბინებს, სადაც ისინი დღეს არიან განთავსებული და დავუმკვიდრებთ სახელმწიფო საკუთრებაში დღეს არსებულ ამ ქონებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განმარტებით, 627 ოჯახს გადაეცემა 665 უძრავი ნივთი (ზოგიერთ ოჯახს ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცემა დამხმარე ფართებიც. გადასაცემი ქონება მდებარეობს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: თბილისი (გლდანი, თემქა, საბურთალო, სამგორი, ვარკეთილი, წყნეთი), ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ახალციხე, ბორჯომი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი და ჩხოროწყუ.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)