18:39 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 16:43:27, 2325 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს და ეკლესიის მართვა გააგრძელოს

„ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმების სერია, რომელიც მრავალი თვეა გრძელდება და გუშინ ამან პიკს მიაღწია, როდესაც მოხდა ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი დაცულად იგრძნოს.

„ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული და მყარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და მიუხედავად თავისი ასაკისა, ეკლესიის მართვა გააგრძელოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ დგას მიმდინარე პროცესების უკან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებისთვის რთული გამოსაცნობი არ არის.

„ეს ძალები, ვინც თავდასხმის უკან დგანან, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის რთული გამოსაცნობი არ არის. აღნიშნული ძალები, ზოგადად ებრძვიან ყველაფერს, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვგულისხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმებს ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გუშინ გადააყენა. მეუფემ სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და განაცხადა რომ „ეკლესიაში მამათმავლობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დასაჯეს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics