23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 10:52:00, 2532 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: 2005 წლის შემდეგ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი სხდომა პირველად გაიმართება

 

ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. „თურქეთი საქართველოს ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა დღეს ითქვა, რომ ბრუნვა, რაც გვაქვს, შეიძლება გაორმაგდეს და ამის პოტენციალი არსებობს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრიორიტეტულად იქნება განხილული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. „დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინა პლანზე დააყენა, როგორ დავუდგეთ მხარში ქართულ ბიზნესებს, ვისაც აქვს ვაჭრობა თურქეთთან და რამდენადაა შესაძლებელი, ეს უფრო გამარტივებული წესით მოხდეს. ამ საკითხზე ჩვენ ერთობლივ კომისიაზე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics