2019-10-31 18:26:48, 1856 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი
„ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ხელისუფლებიდან ოლიგარქის ჩამოცილება სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,