23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 16:12:27, 2267 ნახვა

ეკონომიკა
სვინკელი თურნავას: მინდა მადლობა გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად მუშაობთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ კომპანია „არგოსა" და ნიდენლანდურ Royal Swinkels Family Brewers - ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრო, რომლითაც ნიდერლანდურმა კომპანიამ „არგოს" წილის 40 პროცენტი შეისყიდა. 

კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც Royal Swinkels -მა „არგოს" ბრენდი „ჰოლანდიის" წარმოების ლიცენზია გადასცა. ქართულ კომპანიაში წილის შესყიდვით, Royal Swinkels -მა საქართველოს ლუდის ბაზარზე თავისი წილი 15 პროცენტამდე გაზარდა. 

ხელშეკრულების წილის შესყიდვის თაობაზე ხელი მოაწერეს კომპანია „არგოს" გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილ და Royal Swinkels Family Brewers - ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა. 

ხელმოწერის შემდეგ მედიასთან საუბარში, Royal Swinkels Family Brewers - ის გენერალურმა დირექტორმა პიერ სვინკელმა განაცხადა, რომ საქართველოს ლუდის ბაზარი დინამიურად იზრდება, რასაც ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარება.

„ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რაც ძალიან ხელსაყრელია ექსპორტისთვის. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას ამ შეთანხმებების ფარგლებში წარმატებით გავიდეს საექსპორტო ბაზრებზე. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რადგან მთავრობასთან ერთად მუშაობთ ამ ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად," - განაცხადა პიერ სვინკელმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics