23:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 11:35:20, 2476 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 7 802 მშენებლობის ნებართვაა გაცემული

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 802 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტია.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი).

ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,0 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.  დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აცხადებენ საქსტატში.


 

სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1923,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,3 პროცენტით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1,5 პროცენტით ნაკლები).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics