|
2019-10-30 10:08:28, 8266 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 11 წინააღმდეგი იყო. კანონმდებლები აღიარებენ, რომ რეზოლუციის დაჩქაებული გაანხილვა ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების დაძაბვას უკავშირდება, რომელიც თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებით არის განპირობებული. მედიის ცნობით, რეზოლუცია რეკომენდაციულ ხასიათს შეიცავს, თუმცა შესაძლოა ამერიკასა და თურქეთს შორის არსებული კრიზისი გაზარდოს. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“. მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ. BBC-ი იტყობინება, რომ ამერიკის მიერ რეზოლუციის მირებას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ვაშინგტონი ცდილობს ისტორიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გამოცემა წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს და ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვიოს. შეგახსენებთ, საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობაზე, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს 29 ქვეყანაში "სომხების გენოციდის" სახელით გახდა ცნობილი. მასობრივი დეპორტაციისა და შემდგომი მკვლელობის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს. ოფიციალური ანკარა თავის მხრივ "გენოციდის" ფაქტს უარჰყოფს და აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო. თურქეთის მტკიცებით მსხვერპლი სამოქალაქო არეულობას მოჰყვა. "სომეხთა გენოციდი" ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "სომხების გენოციდის" ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 49 შტატმა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა "სომხების გენოციდი". ასევე, 24 აპრილი სომეხი ხალხის "გენოციდის" მსხვერპლთა ხსენების დღედ დააწესეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)