21:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 16:47:58, 2753 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: 2020 წელს 30-ზე მეტი სოფლის ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა.  სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა. დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  მისი თქმით, მომავალ წელს 30-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება და ათასობით ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

,,2021 წლისთვის სრულიად აჭარა უნდა იყოს გაზიფიცირებული.  ასევე, წყალმომარაგების მიმართულებით, ჩვენ მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ხელი, მათ შორის ბათუმის მერიის ჩართულობით და შემდეგი 5 წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება წყალმომარაგება-წყალარინებისთვის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაკეთდება რეგიონში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით შედგა, მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, რაც მათი  უკეთესი მომავლის წინაპირობაა.

სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics