|
2019-10-29 15:14:00, 2200 ნახვა
პოლიტიკა
„ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, განიავდით - 2020-ში მოკავშირეები სანატრებელი გაგიხდებათ“ - ინაშვილი მდინარაძეს დაუპისირპირდა
პალრმენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების დროს ერთმანეთს სიტყვიერად ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსი“ "ქართული ოცნების" პროგნოზით გაღიზიანდა, რომელიც შუალედური არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა. ინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნება“ არჩევნებზე არა 60%-ს, არამედ 12-15%-ს აიღებს. "არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თქვენ მიზანმიმართილად გამოდიხართ და ლაპარაკობთ, მაშინ როდესაც, სინამდვილეში 12-15% გაქვთ. ეტყობა არ დადიხართ არც სოფლებში, არც რაიონებში, რომ იცოდეთ რეალურად რა მხარდაჭერა გაქვთ. ახლა, გამოდიხართ და აცხადებთ, რომ თურმე 60% გიჭერთ მხარს. ემოციურად აცხადებთ, ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და წითელი ხაზები გაქვთ. ჩვენც გვაქვს თქვენთან წითელი ხაზები გავლებული. რეალობას უნდა დაელოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის და ხალხი ვის მისცემთ ხმას. მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით, კოალიცია კი არა, სანატრებელი გაგიხდებათ მოკავშირეები. განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს", - მიმართა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. ინაშვილს საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის მიერ არჩევნებზე მმიღებული შედეგების სტატისტიკა გააცნო. "2016 წლის 8 ოქტომბერი - "ქართული ოცნება" 48.8%, 2017 წლის 31 ოქტომბერი - 55.81%, გუშინწინ 84% მივიღეთ. ახლა როგორც გინდათ ისე ვილაპარაკოთ, თუ გინდა, რომ მოვისყიდეთ ან დავაშინეთ. ამაზე ხალხი არ საუბრობს, საუბრობთ თქვენ და "ნაციონალური მოძრაობა", - უპასუხა მამუკა მდინარაძემ ინაშვილს. ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ მამუკა მდინარაძეს დემაგოგი უწოდა. "60%-ს კი არა ბატონო მამუკა, 160%-ს მიიღებთ. და იცით ეს როგორ უნდა გააკეთოთ, გირჩევთ პირველ ხუთეულში, პარტიული სიის, ჩაწერეთ მურუსიძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი, კიდევ "მ"-ზე ვინ გყავთ, ხო თქვენ, მდინარაძე", - განაცხადა ადა მარშანიამ.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)