|
2019-10-29 15:31:40, 2170 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება
ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“ - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან ვერ ითანამშრომლებს. „ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას განშტოებები აქვს. არიან ნაცები შმაცები და შმაცუნები და მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მაგალითად, „პატრიტთა ალიანსი“ და „დემოკრატიულ მოძრაობა“. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)