|
2019-10-28 14:24:48, 3628 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში ბიზნესის რეგისტრაციის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი პრეზენტაცია ქალაქ ახალციხეში გამართეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მეწარმეებს ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ახალი ელექტრონული სერვისების მოხმარების ინსტრუქცია და უპირატესობები გააცნეს. ელექტრონული სერვისები დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ბიზნესსუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით განცხადებების შეტანა დაინტერესებულ პირებს პორტალზე www.my.gov.ge შეუძლიათ. პორტალზე ბიზნესსერვისები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებლებს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს. საჯარო რეესტრი ინოვაციურ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ კომპანიებსაც. შპს-ების პარტნიორებს შეუძლიათ პარტნიორთა კრებები ონლაინ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ. შეხვედრაზე მეწარმეებს ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისებით სარგებლობისას, ელექტრონული ხელმოწერის შესრულებაა შესაძლებელი. სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ქალაქებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)