10:38 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 12:43:27, 1697 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულეს და მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ.

,,ღია შეხვედრების" ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ, დროულ მოგვარებას. მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც ხარისხიანი, გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე სჭირდებათ ყველა ის სერვისი, რომელიც მათ გაუადვილებს სოფლად ცხოვრებას. ხელისუფლების ყველა რგოლი იქნება ჩართული მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება თითოეული საჯარო მოხელე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია - ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ალამბარში, აჭყვისთავსა და ზენითში პრიორიტეტად დაასახელა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics