21:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 18:27:40, 1818 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი ტყიბულში გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი ტყიბულში გახსნა.

იუსტიციის მინისტრმა  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა" და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ტყიბულის თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის − მუხურას, სოჩხეთის, წყნორის, ძმუისის, გურნას, ბზიაურის, მანჭიორის, ციხიას, ბობოთის, ხრესილის, ლეღვას, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.  

ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა.  ტყიბულის გარდა, ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოსა და საჩხერეში.

თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისი ცენტრის გახსნამდე  2005 წლიდან ახობაძის ქ. №12-ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართობი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც. 

მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, წარადგინოს განაცხადი  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა. ამავე ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღებაც იქნება შესაძლებელი.

67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.

მიმდინარე წლის ბოლომდე 8 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics